მუხლი 041. ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა

ადვოკატს ირჩევს და იყვანს ბრალდებული ან, ბრალდებულის ნების გათვალისწინებით, – მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს უფლება არა აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს. ბრალდებული (მისი ახლო ნათესავი, სხვა პირი) და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე.