მუხლი 333. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

21 . ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) გამოტანილ იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე და რომლებიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ 2012 წლის 1 ივლისამდე.

3. ამ კოდექსის 331-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

4.  (ამოღებულია - 24.09.2010, №3616).

5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განსაზღვროს ამ კოდექსის 35-ე–36-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.

6. დაცვის მხარის უფლება ამ კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაყენების თაობაზე ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

7. თუ ამ კოდექსის 182 1  მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების შესასრულებლად ცალკეულ სასამართლოებში აუცილებელია დამატებითი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება , 182 1  მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს ამ ღონისძიებების დასრულებისთანავე , მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა .

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი გამოაქვს იმავე ნაწილის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 36 თვისა.

9. ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 18  იანვრის  კანონი № 205  - ვებგვერდი,  28 . 0 1.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3976  - ვებგვერდი, 20.07.2015წ.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  

თბილისი,

2009 წლის 9 ოქტომბერი.