მუხლი 332. გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი

1. 2015 წლის 31 დეკემბრამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 20 12  წლის  22 მაისის  კანონი № 6253   –   ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 18  იანვრის  კანონი № 205  - ვებგვერდი,  28 . 0 1.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №848 - ვებგვერდი, 09.08.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  26  დეკემბრის კანონი №1872 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.