მუხლი 332.-2. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების შემძენისათვის დაბრუნება

1. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრემ (კანონიერმა მფლობელმა) დადგენილ ვადაში არ დაიბრუნა სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე იმავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული სატრანსპორტო საშუალება უბრუნდება იმ პირს, რომელმაც შეიძინა იგი და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზედაც გამოძიება დაწყებულია 2013 წლის 1 ივნისამდე და სამართალწარმოება არ არის დასრულებული.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებას გამოძიების სტადიაზე უზრუნველყოფს გამომძიებელი დადგენილებით, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე – სასამართლო განჩინებით.

4. მესაკუთრეს (მფლობელს) სატრანსპორტო საშუალება უბრუნდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №893 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.