მუხლი 332.-1. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშ­ვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძველი

ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად,  ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონი №547 – ვებგვერდი, 08.05.2013წ.