მუხლი 322. არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება

არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება, თუ ეს შესაძლებელია, უნდა განხორციელდეს მისი მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან იმ დაწესებულების ხელმძღვანელის მეშვეობით, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებული ცხოვრობს.

     [მუხლი 322. (ამოღებულია)   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.