მუხლი 316. არასრულწლოვნის ღირსების დაცვა

არასრულწლოვანს პროცესის ყველა სტადიაზე ეპყრობიან განსაკუთრებული ყურადღებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ასაკი და რესოციალიზაციის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, ასევე მისი ხელახალი აღზრდისათვის ხელის შეწყობის აუცილებლობა. არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში სავალდებულოა არასრულწლოვნის უფლებათა საერთაშორისო გარანტიების სრული დაცვა.

     [მუხლი 316. (ამოღებულია)   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.