მუხლი 315. გამოყენების სფერო

1. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე პროცესის განხორციელების წესი ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 წლის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემდეგ პირის მიმართ სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

2. არასრულწლოვანი ბრალდებული სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

     [მუხლი 315. (ამოღებულია)   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.