მუხლი 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია , გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების ) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.

საქართველოს   2012  წლის  27 მარტის  კანონი № 5925   –  ვებგვერდი, 1 9 .0 4 .201 2 წ.