მუხლი 306. საკასაციო სხდომა

1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები.

2. შემდეგ სიტყვით გამოდიან მხარეები. თავდაპირველად სიტყვა ეძლევა კასატორს.

3. განაჩენის უკანონობის მტკიცების ტვირთი აკისრია კასატორს.

4. საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.  [(ძალადაკარგულია  მე-4 ნაწილის ის ნორმატიული  შინაარსი , რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ .

5. მხარეთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ რეპლიკის უფლებით სარგებლობს ჯერ კასატორი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე.

6. თუ მსჯავრდებული (გამართლებული) ესწრება სხდომას, მისი საბოლოო სიტყვის უფლება გარანტირებულია.

7. სხდომის თავმჯდომარე მხარეს სიტყვის წარსადგენად და რეპლიკისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

8. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს მხარის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს პირი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.