მუხლი 304.- 1 . ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვა

1. საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლის შემდეგ საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას შეეხება, საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

2. საკასაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა უნდა დაასაბუთოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები უნდა წარუდგინოს.

3. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის შესახებ მხარეებს აცნობებს.

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას სავალდებულო ხასიათი არ აქვს.

5. საკასაციო სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვიდან საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ კოდექსის 303-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.  (ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე)]

საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3668  - ვებგვერდი, 05.06.2015წ.