1. საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. 2. განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ საკასაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს მხარეს. 3. სასამართლო საკასაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 4. კასატორს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი. 5. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი სააპელაციო სასამართლოდან იგზავნება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. |
მუხლი 302. საკასაციო საჩივრის შეტანა