მუხლი 288. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა

1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 657 – ვებგვერდი, 19 .0 6 .2013წ.