მუხლი 272. განაჩენის შესავალი ნაწილი

განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:

ა) რომ განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;

ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;

გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი და ადვოკატი ;

დ) ბრალდებულის პერსონალური მონაცემები და მასთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;

ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებულს ბრალი წაუყენეს.