მუხლი 209. საპროცესო შეთანხმების არსი

1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

2. საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე.

3. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).

4.  (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).

5.  (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).

6.  (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).

7.  (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).

​საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.