მუხლი 195. სასამართლო სხდომის ოქმი

1. სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. იგი შეიძლება შედგეს სტენოგრაფიისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.

2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან ან, სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს.

3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის მხარეებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.

4. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო.

5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების წარმდგენ მხარეს შეუძლია სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს განაჩენთან ერთად.

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.