მუხლი 188. მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე

1. მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე.

2. მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.

3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.