მუხლი 182. სასამართლო სხდომის საჯაროობა

1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს.

3. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ:

ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;

ბ) არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით;

[ბ  (ამოღებულია - 12.06.2015, №3715 ).  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

გ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას;

დ) სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით;

ე) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი.  

4. მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა.

4 -1. სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ განჩინების გამოტანის მიუხედავად, მოსამართლე უფლებამოსილია ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს მისცეს სხდომაზე ან სხდომის ნაწილზე დასწრების უფლება.

5. თუ დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ისეთი გარემოების საჯაროდ განხილვას, რომელიც საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს, და სხდომის დახურვის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, ეს საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილება.

6. მოსამართლე ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი.

7. სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი.

8. სასამართლო სხდომაზე 14 წლამდე პირი არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის პროცესის მონაწილეა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია 14 წლამდე პირს დართოს ნება, დაესწროს სასამართლო სხდომას.

9. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

10. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომაზე პირი, რომელიც შეუფერებელ ფორმაში ან მდგომარეობაში გამოცხადდა.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №63 28 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.  

საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2014  წლის  17  ოქტომბრის კანონი №2706 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.