მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა

1. ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.

2. განსაკუთრებულ შემთხვ ევაში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება სასამართლოს განჩინებით გაგრძელდეს კიდევ 10 დღით. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.

3. თუ პირი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენჯერმე იყო მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლით დადგენილ ვადას.

4. ბრალდებული ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

5. ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა.