მუხლი 177. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ

1. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი აგრეთვე შეატყობინოს სამუშაო ან სწავლის ადგილას.

2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი № 6439  – ვებგვერდი, 22 .0 6 .2012წ.