მუხლი 162. ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენება (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება)

1. საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს საქართველოს მთავარ პროკურორს.

საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ.