მუხლი 156. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს გასაჩივრების უფლების მქონე პირს განჩინების გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში. ეს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრება შეუძლიათ პროკურორს, ბრალდებულს ან/და პირს, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ამ განჩინების შედეგად, აგრეთვე მათ ადვოკატებს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.