მუხლი 155. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი , რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს უფლება აქვს, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ყადაღის დადების თაობაზე უნდა შეატყობინოს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა ყადაღის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორის და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება.