მუხლი 143.-5 ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის შენახვისა და აღრიცხვის ვალდებულება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; იმ პირთა წრე, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება; მოსამართლის განჩინების ან/და პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები.   

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.