მუხლი 143.-4 ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანო 2

1. ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ამ კოდექსის 143-1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.