მუხლი 143.-10. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრს, რომელშიც აისახება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოებში შესული შუამდგომლობების და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განადგურდა.

  2. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს გამოაქვეყნოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.