მუხლი 127. შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება

1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.

1-1 . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 281-ე მუხლ ებ ით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა.

2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს განჩინება. განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა ჩატარდეს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5743 – ვებგვერდი,  09.03.2012წ.