მუხლი 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს

1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით.

2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება.

3. არ დაიკითხება ის მოწმე , რომელიც იმ მომენტში ვერ წარდგება სასამართლოს წინაშე ამ კოდექსის 114- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამო . ასეთ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება მისი წინასასამართლო ჩვენება . ეს ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს , თუ იგი არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით .

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.