მუხლი 116. არასრულწლოვნის დაკითხვა

1. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.

2. არასრულწლოვნის დაკითხვა ტარდება კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის დასწრებით. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება).

3. 14 წლამდე პირის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და დასწრებით; მას უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს დასმული შეკითხვა. 14 წლამდე მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე.

4. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და განპირობებული უნდა იყოს სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით.

საქართველოს 2013 წლის  11  დეკემბრის კანონი №1729  - ვებგვერდი, 25.12.2013წ.

 [მუხლი 116. (ამოღებულია)   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.