მუხლი 098. გადაწყვეტილება საჩივარზე

1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ;

ბ) საჩივრის უარყოფის შესახებ.

2. სისხლის სამართლის საქმეს უნდა დაერთოს საჩივარი და მიღებული გადაწყვეტილება.