მუხლი 096. გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით

ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში საჩივრის შეტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, თუ ამას მხარის შუამდგომლობით საჭიროდ მიიჩნევს საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი.