მუხლი 075. მოწმის ჩვენება

1. მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.

2. თუ მოწმის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების (ჩვენებების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.

3. მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.