მუხლი 071. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე 3 დღის ვადაში ეცნობება პროკურორს, რომელმაც გამოიყენა ეს ღონისძიება.

2. დაცვის სპეციალური ღონისძიებისა და მის ფარგლებში გამოყენებული დაცვის კონკრეტული ღონისძიებების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.