მუხლი 066. აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა, არ გასაჩივრდება.

2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, 1 კვირის ვადაში გასაჩივრდეს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან.

3. სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.