მუხლი 065. მოსამართლის ან სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა ან საქმის განმხილველი სასამართლოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრა

1. საქმის განმხილველი სასამართლოს აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

2. თუ აცილებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.

3. თუ აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.