მუხლი 062. თვითაცილება

1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის , თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება.

2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლოში.

3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან.

4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი , თარჯიმანი, ექსპერტი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას ზემოაღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.

5. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.

6. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.