მუხლი 053. თარჯიმანი

1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:

ა) პროცესის მონაწილემ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;

ბ) საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი.

2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ აღნიშვნა კეთდება შესაბამის ოქმში.

3. წესები, რომლებიც თარჯიმანს ეხება, იმ პირზედაც ვრცელდება, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები. 

4. პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა აქვს.

საქართველოს 2012 წლის 22  ივნისის  კანონი №6 5 49 – ვებგვერდი,  0 4.0 7 .2012