მუხლი 046. დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე

1. დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ:

ა) გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას;

ბ) არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით .

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს უფლება აქვს, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით. 

4. დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიღებს დაცვისათვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან.

5. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 49 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012