მუხლი 045. სავალდებულო დაცვა

სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:

ა) თუ არასრულწლოვანია;

ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;

გ) თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;

დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;

ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;

ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;

თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას ;

ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;

ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.