მუხლი 043. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობის კონფიდენციალურობა

1. ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია.

2. კონფიდენციალურია ასევე პირის ბრალდებულად ცნობამდე მისი ურთიერთობა მის შესაძლო ადვოკატთან.

3. დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით.