მუხლი 034. გამოძიების ორგანოები

1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.

2. უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, ყველა გამომძიებელს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვს და მათ მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.

3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, პროკურორის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4424- ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4731 - ვებგვერდი, 22.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3955  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.