მუხლი 023. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას, სასამართლოს თათბირის მიმდინარეობას, მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი, უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას, აგრეთვე ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.