მუხლი 018. განმეორებით დაკავების, ბრალის წაყენებისა და მსჯავრდების აკრძალვა

1. დაუშვებელია პირის განმეორებით დაკავება მხოლოდ ერთი და იმავე მტკიცებულებების ან/და ინფორმაციის საფუძველზე.

2. არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა.

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.