მუხლი 011. სისხლის სამართლის პროცესის სახელმწიფო ენაზე განხორციელება

სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაენიშნება თარჯიმანი.