მუხლი 010. სასამართლო სხდომის საჯაროობა და ზეპირობა

1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება საჯაროდ და ზეპირად. სხდომის დახურვა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ.

3. (ამოღებულია - 18.01.2013, №205).

4. სასამართლოს შენობაში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი № 205 - ვებგვერდი, 28 . 0 1.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის კანონი №5 83 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.