მუხლი 326. იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებისა და სხვაგვარი შეზღუდვების გამოყენება

დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.