მუხლი 214. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობა

თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს საპროცესო შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება.