მუხლი 060. წყალსარგებლობის წესების დარღვევა

1. საერთო წყალსარგებლობის მოთხოვნათა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).

3. ( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ).

4. განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით უკანონო სარგებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.

5.  ამ   მუხლის   პირველი   და   მე -4  ნაწილებით   გათვალისწინებული   ქმედებები ,  ჩადენილი   განმეორებით , –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.