მუხლი 053. დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა

დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.