მუხლი 314. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3–5 ნაწილები, აგრეთვე 239-ე მუხლის 43-ე ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კოდექსის 1781 მუხლი და ამ მუხლთან დაკავშირებული 208-ე მუხლითა და 239-ე მუხლის 45-ე ნაწილით განსაზღვრული დებულებები ამოქმედდეს 2003 წლის 1 დეკემბრიდან.

3. ამ კოდექსის 425, 426, 427 მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კოდექსის 428 და 429 მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ კოდექსის 155მუხლი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 1556 მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

6. 92მუხლის მოქმედება შეჩერებულ იქნეს კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე.

7. ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ ბრძანების ამოქმედების დღიდან.

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156).


საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი

თბილისი,

1984 წლის 15 დეკემბერი.